შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებთან
22 თებერვალს, პროექტის ”ანგარიშვალდებულებისა და ნდობის გაზრდა აზერბაიჯანელ ქალთა აქტიური მონაწილეობით” ფარგლებში შედგა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბ-ნ გიორგი ფეიქრიშვილის შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებთან.
პროექტი ”ანგარიშვალდებულებისა და ნდობის გაზრდა აზერბაიჯანელ ქალთა აქტიური მონაწილეობით აშშ-ს განვითარების სააგენტოსა(USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ არის დაფინანსებული, ხორციელდება საქართველოს აზერბიჯანელ ქალთა კავშირის მიერ და მიზნად ისახავს ქალთა აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და ქალ ამომრჩეველთა და საკრებულოს წევრთა ეფექტურ კომუნიკაციას ადგილობრიივ პრობლემების გადასაწყვეტად.
შეხვედრაზე თავმჯდომარემ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, მოქალაქეთათვის კანონით მინიჭებულ უფლებებსა და მონაწილეობის მექანიზმებზე. შეხედრაზე მონაწილეთა მიერ დასმულ იქნა ადგილობრივი მნიშვნელობის სხვადასხვა აქტუალური პრობლემა. თავმჯდომარემ შეხვედრაში მონაწილეებს პრობლემების შესაბამის სამსახურებთან განხილვა და მათი უახლოეს პერიოდში გადაჭრა აღუთქვა.
მონაწილეებს დაურიგდათ აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული საინფორმაციო ბროშურები, ასევე მუნიციპალიტეტის შენობაში პროექტის ფარგლებში განთავსდება საფოსტო ყუთები - ე.წ. ქალთა ფოსტა, რომლის საშუალებითაც ქალებს ექნებათ დამატებითი საშუალება წინდადადებებით და რეკომენდაციებით მიმართონ თვითმმართველობის ორგანოებს და/ან მიაწოდონ მათ ინფორმაცია ადგილობრივ პრობლემების შესახებ.